ბათუმში ოპოზიციის ნაწილის გაერთიანებული კანდიდატები წარადგინეს. ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარემ აჭარის მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა. ცნობილი გახდა პროპორციული სიაში შემავალი პოლიტიკოსების ვინაობაც.
ენმ-ს ლიდერმა ნიკა მელიამ ბათუმის მერობის კანდიდატადა გიორგი კირთაძე წარადგინა. ნიკა მელიამ გიორგი კირთაძე "ძალიან პროფესიონალ, ერთგულ, საქმის მოყვარულ და მცოდნე" ადამიანად დაახასიათა.