ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში ოფიციალურ ვიზიტს აგრძელებს. რამდენიმე წუთში საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინის პრემიერთან გამართავს შეხვედრას.
დენის შმიგალი ქართველ კოლეგას ქალაქ ლვოვში მასპინძლობს. დღესვე დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან. დღის ბოლოს კი, საქართველოს პრემიერი, უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმერ ზელენსკის შეხვდება.