საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამ წუთებში უკრაინის პრეზიდენტს ხვდება. ირაკლი ღარიბაშვილსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა უკვე ნახევარ საათზე მეტია მიმდინარეობს.
საქართველოს პრემიერი უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც ხვალ მონაწილეობას მიიღებს პრეზიდენტ ზელენსკის ინიციატივით შექმნილ "ყირიმის პლატფორმაში", რომელსაც 40-ზე მეტი სახელმწიფო ლიდერი დაესწრება.
ისინი კიდევ ერთხელ შეაფასებენ ყირიმის დროებით ოკუპაციას.