საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებთან ერთად, უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.
მთავრობის მეთაურმა ასევე პატივი მიაგო ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნას.
მემორიალთან პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი.