საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში. მთავრობის მეთაურმა დღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა - მათ შორის უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმერ ზელენსკისთან.
შეხვედრებზე ხაზი გაესვა, რომ ქართულ-უკრაინული ურთიერთობები ორი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს ასევე შეხვედრა გამართა უკრაინის პრემიერთან და უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან.
ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას, ირაკლი ღარიბაშვილი ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. პრემიერი წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტთან საერთო ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები და კონფლიქტის ეფექტურად და მშვიდობიანად მოგვარების მნიშვნელობის საკითხები განიხილეს.