16 ნოემბერი 2024,   20:41
ვრცლად
ეუთო/ოდირის ახალი დასკვნა - როგორ შეფასდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში ახალი მოსამართლეების დანიშვნის პროცესი  

საქართველოს უზენაეს სასამართლოში ახალი მოსამართლეების დანიშვნის პროცესის არ იყო საკმარისად სამართლიანი და სანდო, თუმცა, პროცედურულად, ძირითადად, გამართულად ჩატარდა - ასე ეხმაურება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი ქვეყანაში მოსამართლეების დანიშვნის პროცესს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ დანიშვნის პროცედურის ეტაპი კვლავინდებურად არ ითვალისწინებს საკმარის სამართლებრივ გარანტიებს, რაც უარყოფითად აისახება მთლიანი პროცესის სამართლიანობასა და სანდოობაზე.

თუმცა დადებით შეფასებას იმსახურებს პარლამენტში კანდიდატების მოსმენა, რაც კარგად იყო ორგანიზებული. წარიმართა მშვიდ გარემოში, უზრუნველყოფილი იყო პროცესის და წარდგენილი კანდიდატების საზოგადოებრივი შეფასების შესაძლებლობაც.

ეუთო/ოდირი აღნიშნავს იმ ფაქტსაც, რომ დანიშნული ექვსივე მოსამართლე მამაკაცია და ქვეყანაში გენდერული თანასწორობის კუთხით უფრო მეტი ძალისხმევის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.

დღის ამბები