ოდირის დასკვნას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის თაობაზე აფასებენ მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ ყველა პროცედურა ზედმიწევნით შესრულდა და არჩევის პროცესი ყველასათვის ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე იყო.
უმრავლესობაში აცხადებენ, რომ მართლმსაჯულების რეფორმა გრძელდება და მასში აუცილებლად იქნება გათვალისწინებული ის რეკომენდაციები, რაც დასკვნაშია მოცემული.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძის თქმით, ქართველი კანონმდებლობა და კანონმდებლები კრიტიკას არ იმსახურებენ.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი კი აცხადებს, რომ მართლმსაჯულებაში რეფორმები გრძელდება დინამიურად.
"მართლმსაჯულებებაში რეფორმები გრძელდება დინამიურად, როგორც არის გათვალისწინებული ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის მიერ,"- აცხადებს მაჭარაშვილი.