მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკრაინაში ვიზიტს და ყირიმის პლატფორმის სამიტის შედეგები შეაჯამეს. სამიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ირაკლი ღარიბაშვილს არაფორმალურ გარემოშიც შეხვდა.
"ეს დღევანდელი ოფიციალური ვიზიტი იყო ერთგვარი კულმინაცია იმ ძალიან დინამიური ორმხრივი ურთიერთობების და მაღალი დონის ვიზიტების.
ამ ურთიერთობას და ურთიერთობის ასეთ დონეზე გადაყვანას ასევე მაღალი შეფასება მისცეს ჩვენმა უკრაინელმა პარტნიორებმა და გუშინ პრეზიდენტმა ზელენსკიმ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა, რომ ასეთი დინამიზმით და ინტენსივობით ჩვენი ურთიერთობები, რომელიც ბოლო პერიოდში ხასიათდება მართლაც უპრეცენდენტოა," - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.