სახელისუფლებო გუნდში არჩევნების გადადების აუცილებლობას, ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გამო, ვერ ხედავენ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი აცხადებს, რომ არჩევნების პროცესი ყველა რეგულაციის დაცვით ჩატარდება და საფრთხეები მინიმუმამდე შემცირებული იქნება.
"სახალხო დამცველი, ისევე როგორც არა ერთი პოლიტიკური დამცველი, რომელიც დამოუკიდებლად წარმოადგენს თავს, გარე სპიკერებად ჩამოყალიბდნენ იმ ინტერესების, რაც "ნაცმოძრაობას" გააჩნია, უპერსპექტივოს არჩევნებში.
ეპიდუსაფრთხოების თვალსაზრისით, საერთოდ საარჩევნო პროცესი, არჩევნების დღე, შემდგომი პერიოდი, ორგანიზების თვალსაზრისით რა საკვირველია, იქნება იმ დონეზე ჩატარებული, რომ საფრთხეები იქნეს მინიმუმამდე შემცირებული," - განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის განცხადებით, ქვეყანაში რთული ეპიდვითარების ფონზე არჩევნების ჩატარების საკითხი უნდა გადაიხედოს. ნინო ლომჯარიას ასევე მიაჩნია, რომ საჭიროა რეგულაციების გამკაცრებაც.