16 ნოემბერი 2024,   20:48
ვრცლად
ის პოლიტიკური პარტიები, ვინც ქვეყნისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვდა "მძიმე დღეში" აღმოჩნდებიან - გია ვოლსკი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, კიევში, ყირიმის პლატფორმის სამიტისას არაფორმალური შეხვედრა შეაფასეს მმართველ გუნდში. საქართველო პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აცხადებს, რომ ევროკავშირიდან სოლიდური დახმარების მიღების შემდეგ, ის პოლიტიკური პარტიები, ვინც ქვეყნისთვის სანქციების დაწესებას ითხოვდა, "მძიმე დღეში" აღმოჩნდებიან.

"ევროკავშირის საკმაოდ სოლიდური დახმარება, ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტისთვის ძალიან მძიმე მოსასმენია. თუ ეს განხორციელდება, რასაკვირველია საკმაოდ მძიმე იქნება პოლიტიკური პოზიცია იმ პოლიტიკური სუბიექტების, რომლებიც გუშინ ამბობდნენ, რომ საქართველო უნდა დაისაჯოს, საქართველოს უნდა დაუწესდეს გარკვეული სანქციები,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.

"შეხვედრაზე საუბარი იყო იმ საკითხებზე, რაც გაცხადდა მედიისთვის და რეალურად რაც ითქვა. საუბარია იმ რეფორმებზე, რაც გათვალისწინებულია იმ დღის წესრიგით, რომელზეც ვთანხმდებით ევროკავშირთან., ასოცირების დღის წესრიგის გათვალისწინებით,"- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

 

დღის ამბები