საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ვატო შაქარიშვილმა ცინცაძის ქუჩის მცხოვრებლებთან ერთად მერიაში შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე უკანონო მშენებლობის ადმინისტრაციული საჩივარი განიხილეს, რომელიც ნებართვის გაცემის პროცესში უსაფრთხოების კუთხით ურბანული, სატრანსპორტო და სხვა მიმართულებებით იყო გადანახული.
აღნიშნულ მისამართზე მშენებლობის ნებართვა 2017 წელს იქნა გაცემული, რომელსაც ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ვატო შაქარაშვილი წლებია აპროტესტებს. საქმეზე არაერთი სასამართლო პროცესი გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მიწის მფლობელი "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი რურუა და მისი პარტნიორები არიან.
ქალაქ თბილისის მერიაში აღნიშნულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადებში მიიღებენ.