რას ამბობს ეუთო/ოდირი უზენაეს სასამართლოში მოსამართლეები დანიშვნაზე - პროცესი მონიტორინგის ანგარიშში შეფასდა, როგორც არასაკმარისად სამართლიანი და სანდო, თუმცა პროცედურულად, ძირითადად, გამართული და კარგად ორგანიზებული.
დასკვნამ თემაზე პოლიტიკურ დისკუსიას ხელახალი ბიძგი მისცა. ოპოზიციამ მმართველ გუნდს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ მოსამართლეების დანიშვნა შარლ მიშელის შეთანხმებას ეწინააღმდეგებოდა.
"ქართულ ოცნებაში" ოპონენტების კრიტიკას არ იზიარებენ, უფრო მეტიც, მმართველი გუნდი ოპოზიციას ახსენებს, რომ სასამართლოს წარმომადგენლების შერჩევაში მონაწილეობა მათაც შეეძლოთ, თუმცა დიდმა ნაწილმა ეს შესაძლებლობა არ გამოიყენა.