16 ნოემბერი 2024,   20:31
ვრცლად
როგორ მიმდინარეობს მზადება 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის - "დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრმა" შუალედური კვლევის შედეგები წარმოადგინა

როგორ მიმდინარეობს მზადება 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის - ამის შესახებ შუალედური კვლევის შედეგები "დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრმა" და "ინსტიტუციური განვითარების ცენტრმა" წარმოადგინეს.

ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ამ დროისთვის პროცესში პრობლემები არ იკვეთება. ერთადერთი რეკომენდაცია კომისიის წევრების დანიშვნის ვადებს უკავშირდება.

"პროცესი ამ ეტაპზე მიმდინარეობს ღიად და გამჭვირვალედ, რასაც ხელს უწყობს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც განხორციელდა ბოლო დროს. შესაბამისად, ერთ-ერთ ყველაზე კარგ ტენდენციას წარმოადგენს ასევე საარჩევნო კომისიის ახალი ინიციატივა, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ მათი სხდომები მიმდინარეობს პირდაპირ, ანუ ლაივ რეჟიმში. ამ ეტაპზე ჩვენს სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია," - აცხადებს "ინსტიტუციური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრის" ხელმძღვანელი მიხეილ ჭიღლაძე.

დღის ამბები