16 ნოემბერი 2024,   20:33
ვრცლად
ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ჩავატარებთ კოვიდუსაფრთხო კამპანიას, ოპოზიციამაც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა - ბექა დავითულიანი

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანის განცხადებით, მმართველი გუნდი კოვიდუსაფრთხო კამპანიის ჩატარებაზე პასუხისმგებლობას იღებს.

ბექა დავითულიანის თქმით, ასევე პასუხისმგებლობა ოპოზიციამაც უნდა აიღოს და ყველა რეგულაცია გაითვალისწინოს, ვინაიდან მათი დარღვევა ჯარიმდება.

"ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ჩვენ ჩავატარებთ კოვიდუსაფრთხო კამპანიას. ეს ნიშნავს, რომ ყველა შემთხვევაში იქნება რეგულაციები მკაცრად დაცული ჩვენი მხრიდან.

მათ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა, რომ ასევე დაიცავენ რეგულაციებს. არსებობს რეგულაციები და მათი დარღვევა ჯარიმდება," - აცხადებს ბექა დავითულიანი.

დღის ამბები