16 ნოემბერი 2024,   20:29
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" პარტიის დაკვეთით ჩატარებულ კვლევას ასაჯაროვებს - კვლევის თანახმად, "ოცნება" 35%-ზე მეტს ვერ აგროვებს

"ნაციონალურმა მოძრაობამ" დღეს პარტიის დაკვეთით ჩატარებული კვლევა გაასაჯაროვა.

ენმ-ს წევრ გიორგი ხვედელიანის განცხადებით, კვლევა 4 დიდ ქალაქში: რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და თელავში 6-დან 11 აგვისტომდე ჩატარდა.

თითოეულ ქალაქში 600 რესპონდენტი გამოიკითხა და გამოკითხვის ცდომილება 3%-ს შეადგენს.

პარტიაში აცხადებენ, რომ ამ კვლევის თანახმად "ქართული ოცნება" 35%-ზე მეტს ვერ აგროვებს

"ქუთაისში "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს 36%, ხოლო "ქართულ ოცნებას" - 34%;

რუსთავში ენმ-ს შედეგია 31%, ხოლო "ქართული ოცნების" - 34%;

ბათუმში "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" აქვს 29%, ხოლო "ქართულ ოცნებას" - 31%;

თელავში ჩვენს პარტიას აქვს 36%, "ქართულ ოცნებას" - 34%," - აცხადებს პარტიის წევრი.

დღის ამბები