16 ნოემბერი 2024,   20:41
ვრცლად
გადაიდება, თუ არა არჩევნები - რატომ მიიჩნევენ "ქართულ ოცნებაში", რომ ოპონენტების მოთხოვნა პოლიტიკური კაპიტულაციაა

"არჩევნები არ გადაიდება, ოპოზიციას კი იმასთან შეგუება მოუწევს, რომ 2 ოქტომბერს დამარცხდება" - ამ შინაარსის გზავნილი პოლიტიკურ ოპონენტებს ირაკლი ღარიბაშვილმა მესტიიდან გაუგზავნა. პრემიერ-მინისტრი არ მოერიდა იმის თქმასაც, რომ ოპოზიციის ნაწილმა პოლიტიკური მიზნის მისაღწევად სახალხო დამცველის ინსტიტუტი გამოიყენა და არჩევნების გადადების შესახებ განცხადება ნინო ლომჯარიას სპეციალურად გააკეთებინა.

"ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ ოპონენტებს დამარცხების ეშინიათ და არჩევნების გადასაწევად რთული ეპიდსიტუაციის გამოყენებას ცდილობენ.

მმართველი გუნდს არასწორ ინტერპრეტაციაში ადანაშულებს ბრალდების ადრესატი ოპოზიციური სპექტრი და ამბობს, რომ მათ არა არჩევნების გადადება, არამედ მოქალაქეების სიცოცხლის დაცვა სურთ.

ხელისუფლების ოპონენტები - მმართველი გუნდის განცხადებას არასერიოზულს უწოდებს. მსგავსად სხვა ოპოზიციური პარტიებისა, "ნაციონალური მოძრაობაშიც" ამბობენ, რომ არჩევნების გადადებაზე გადაწყვეტილება პოლიტიკოსებთან ერთად სპეციალისტებმა ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე უნდა მიიღონ.

არჩევნების გადადებაზე საუბარი ბოლო 2 დღეა აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა, "ქართული ოცნება" გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს. პარალელურად, მზარდია კოვიდინფიცირებულთა სტატისტიკა, თუმცა, ეპიდემიოლოგები ვითარების დასტაბილურებას უახლოეს პერიოდში ელოდებიან.

დღის ამბები