მმართველი პარტიის საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ავთანდილ ცინცაძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, იოსებიძის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა.
ინფრასტრუქტურა, ავარიული შენობები, მიწისქვეშა კომუნიკაციები, გამწვანება და ქუჩის ხმაური - ეს იმ პრობლემების ნაწილია, რაც ხალხს ყველაზე მეტად აწუხებს.
ცინცაძე მოსახლეობას დახმარებას დაპირდა. მაჟორიტარობის კანდიდატმა იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლის განხორციელებაც საბურთალოზე იგეგმება.