"ნაციონალური მოძრაობა" გამოდის ინიციატივით, რომ სრულად ვაქცინირებული ოჯახებისთვის სამი თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები გაუქმდეს, ასევე, მუნიციპალური ტრანსპორტის ფასი განახევრდეს.
გარდა ამისა, ხატია დეკანოიძის ინიციატივა საპენსიო და სოციალურ დახმარებასაც მოიცავს :
- სამედიცინო ფაკულტეტების დამამთავრებელი კურსის სტუდენტების გადამზადებას იმისთვის, რომ ექიმებს დაეხმარონ;
- ვაქცინაციის პოპულარობისა და წახალისებისთვის - გაუქმდეს სრულად ვაქცინირებული ოჯახებისთვის კომუნალური გადასახადები 3 თვით;
- სრულად ვაქცინირებულებისთვის განახევრდეს ტრანსპორტის ფასი;
- სოციალურად დაუცველ ვაქცინირებულებს დამატებით 1 თვის სოციალური დახმარება ჩაერიცხოთ;
- სრულად ვაქცინირებულ პენსიონერებს, დამატებით მიეცეთ ნახევარი თვის პენსია
- სრულად ვაქცინირებული და თვითდასაქმებულებს გაუნახევრდეთ წლიური საშემოსავლო გადასახადი.
- გარდა ამისა, დაიწყოს მსჯელობა ბუსტერ დოზებზე.