16 ნოემბერი 2024,   20:48
ვრცლად
სამეგრელოში მყოფ პრემიერ-მინისტრს მოქალაქეებმა გახარიას შესახებ კითხეს - "მიწების მიტაცებაზე გვაინტერესებს თქვენი აზრი"

სამეგრელოში მყოფი პრემიერ-მინისტრი ადგილობრივებს შეხვდა. რამდენიმე მოქალაქე დაინტერესდა, თუ რას ფიქრობდა მთავრობის ხელმძღვანელი სამეგრელოში მიწების სავარაუდო მიტაცებაზე, რაშიც ისინი, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ადანაშაულებენ. 

"დღეს ბევრმა მომმართა ამის თაობაზე. მითხრეს, ასეულობით ჰექტარი მიწები იყიდესო. სპეკულაციებში შესვლა არ მინდა. მე არ ვიცი ამის შესახებ, თუ რამე ფაქტები გაქვთ, გთხოვთ, მოგვაწოდოთ," - უპასუხა ირაკლი ღარიბაშვილმა ადგილობრივებს.

დღის ამბები