16 ნოემბერი 2024,   20:23
ვრცლად
თვითმმართველობის არჩევნებს 350 საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდება

ოქტომბერში დაგეგმილ, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს 350 საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდება. ამ გადაწყვეტილებას ოპოზიციაც ეხმიანება და მიიჩნევს, რომ ეუთო/ოდირის ჩართულობა ცალსახად პოზიტიური ნიშანია და მათთვის ბევრად საიმედო და სანდო, როგორც პროცესის მიმდინარეობის პროცესში, ასევე მისი შედეგების ასახვის მიმართულებით.

"ჩვენ ვნახეთ, რომ შარშან არ გვყავდა საკმარისი რაოდენობის დამკვირვებლები და შედეგიც შესაბამისი იყო. წელს ბევრად უფრო მეტი დამკვირვებელი იქნება, როგორც ხედავთ, უკვე არის ნაწილი დამკვირვებლების. ამის გარდა სხვა სადამკვირვებლო მისიებიც დააკვირდებიან არჩევნებს და, დარწმუნებული ვარ, "ქართული ოცნება" ვერ შეძლებს იმ მასშტაბით გაყალბებას, როგორც ეს გააკეთა 2020 წლის ოქტომბერში,"- განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნონა მამულაშვილმა.

უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია ეს გადაწყვეტილება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად.

"მივმართეთ თითქმის ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას, იმისთვის, რომ ჩამობრძანდნენ და დააკვირდნენ როგორც წინასაარჩევნო კამპანიას, ისე 2 ოქტომბრის არჩევნებს. რადგან აბსოლუტურად ყველა რეგულაციის და კანონმდებლობის სრული დაცვით, კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდება როგორც წინასაარჩევნო კამპანია, ისე თავად არჩევნების დღე. რაც მეტი საერთაშორისო თუ შიდა დამკვირვებელი დააკვირდება არჩევნებს, მით მეტი ლეგიტიმაცია ექნება შედეგებს,"-განაცხადა "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა წევრმა გურამ მაჭარაშვილმა. 

 

დღის ამბები