18 მაისი 2024,   22:53
ვრცლად
ერთადერთი პოლიტიკური პარტია, ვისაც არჩევნებში გამარჯვების შანსი აქვს "ქართული ოცნებაა" - კახა კალაძე

"ქართული ოცნების" მიერ გამოქვეყნებულ სოციოლოგიურ კვლევას, თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, "ქართული ოცნება" არის ერთადერთი პარტია, რომელიც არჩევნებში გაიმარჯვებს.

მერის თქმით, მას ამის თქმის საფუძველს საზოგადოებასთან ყოველდღიური შეხვედრები აძლევს.

"30 ათასამდე თანამშრომელი გყავს მუნიციპალიტეტში და რა თქმა უნდა, ამ ადამიანების დამსახურებაა, რომ ჩვენ მიმართ ასეთი კეთილგანწყობილი დამოკიდებულებაა. მინდა ყველა იმ ადამიანს მადლობა გადავუხადო, ვისაც ჩვენი იმედი აქვს.

მე პირობას ვაძლევ თბილისელებს, რომ იმედებს აუცილებლად გავუმართლებთ და იმაზე მეტს გავაკეთებთ, ვიდრე 4 წლის განმავლობაში გაკეთდა. დანარჩენთან დაკავშირებით დაველოდოთ 2 ოქტომბერს და ყველაფერი ნათელი იქნება. ერთადერთი პოლიტიკური პარტია, ვისაც გამარჯვების შანსი აქვს დღევანდელ მოცემულობაში, ეს არის "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო," - განაცხადა კალაძემ.

დღის ამბები