ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი საქართველოს ავღანეთიდან ევაკუაციის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ დიპლომატმა სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა.
"მადლობა საქართველო ქაბულიდან ევაკუაციის ძლიერი მხარდაჭერისთვის, რამაც საშუალება მისცა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, სწრაფად და უსაფრთხოდ განეხორციელებინათ ტრანზიტი და გადაყვანა," - წერს კარლ ჰარცელი.