16 ნოემბერი 2024,   20:34
ვრცლად
"ევროპული საქართველო" ისნის მოქმედ გამგებელს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს

ისნის მოქმედ გამგებელს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ. ისანში ერთიანი ოპოზიციური მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ბესო დონაძის განცხადებით, ისნის რაიონში აქტიურად მიმდინარეობს წინასაარჩევნო აგიტაცია გამგეობის თანამშრომლების მხრიდან. მისივე ინფორმაციით, კამპანიაში მონაწილეობენ საჯარო სკოლის დირექტორები და სახელმწიფო უწყების სხვა წარმომადგენლები. გამგეობაში ბრალდებებისთვის ჯერჯერობით არ უპასუხიათ.

"ევროპული საქართველო" მიმართავს ისნის საოლქო საარჩევნო კომისიას, დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება, დაიბაროს ყველა ჩამოთვლილი პირი, ჩამოართვას წერილობითი ახსნა-განმარტება, იმოქმედოს კანონის შესაბამისად. აღნიშნული საქმის წარმოების ფარგლებში ჩვენს მიერ გამოთხოვილი იქნება ყველა აღნიშნული ახსნა-განმარტება და იქნება გასაჯაროებული,“ - აცხადებს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ბესიკ დონაძე.

დღის ამბები