შალვა ნათელაშვილი ტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვის გაუქმებას ითხოვს. ლეიბორისტული პარტიის ლიდერის თქმით, პატარა ავტომობილებში უფრო დიდია დაინფიცირების რისკი, ვიდრე ავტობუსებსა და მეტროში.
ნათელაშვილის თქმით, უტრანსპორტობის გამო, მოსახლეობას ვაქცინაციის პუნქტებამდე მისვლა უჭირს.
"გააუქმეთ ტრანსპორტის მოძრაობაზე აკრძალვა თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში და ყველგან. ნუ გამოკეტეთ ხალხი ბინებში და ნუ შეყარეთ პატარა ავტომობილებში, სადაც კოვიდის გავრცელებისთვის ყველა ხელსაყრელი პირობაა. ჯერ არავის გაუგია ავტობუსსა და ვაგონში გადადებული კოვიდი. ბინებში გამოკეტილ ხალხსა და ტაქსებში, სადაც თქვენ მილიონიან მოგებებს აკეთებთ ამ უბედურებით, კოვიდის გავრცელებისათვის არის სამოთხის პირობები," - განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.