16 ნოემბერი 2024,   20:39
ვრცლად
აქვს თუ არა პერსპექტივა ვაშაძეების გაერთინებას "მესამე ძალად" ჩამოყალიბდეს - პლატფორმის პრეზენტაცია დღეს იგეგმება

"მესამე ძალა" - ასე ჰქვია ახალ პლატფორმას, რომლის პრეზენტაცია დღეს იგეგმება. პლატფორმა აერთიანებს როგორც "სტრატეგია აღმაშენებელს", ასევე სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასა და ცალკეულ ინდივიდებს.

დღეს უნდა გახდეს ცნობილი, რა პოლიტიკური კონფიგურაციითა და გზავნილებით წარდგება "მესამე ძალა" საზოგადოებისა და ამომრჩევლის წინაშე.

სერგო ჩიხლაძის განცხადებით, პლატფორმა დღეს წინასაარჩევნო კამპანიას ხსნის. მისი ინფორმაციით, "მესამე ძალაში" "რესპუბლიკელები" და გრიგოლ ვაშაძე ერთიანდებიან.

"გირჩში" ამბობენენ, რომ "მესამე ძალის" ამბიციით დაბადება არ არის კარგი. იაგო ხვიჩიას განცხადებით, პარტიას შანსი მაშინ ექნება, როდესაც მას პირველი ძალის ამბიცია აქვს.

"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ყველა გაერთიანება, რომელიც მესამე ძალად ჩამოყალიბებას ცდილობდა, კრახით დასრულდა.

რაც შეეხება მმართველ გუნდს, "ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ "მესამე ძალა" სიახლეს უნდა ნიშნავდეს.

"ჩვენ ამ შემთხვევაში გვაქვს ის პოლიტიკური სპექტრი და პოლიტიკური აქტორები, რომლებიც მკაფიოდ იყვნენ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, რომლებიც მუდმივად ერთი ბანაკიდან მეორე ბანაკში გადადიან,"- აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა. 

მისივე შეფასებით, ახალი გაერთიანებით, პოლიტიკური გადაჯგუფებებით, მოსახლეობა და ამომრჩეველი სიახლეს ვერ ხედავს და შესაბამისად, პლატფორმა მესამე ძალა ვერ გახდება.

დღის ამბები