კახა კალაძე წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს. თბილისის მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან", ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი ხელაძესთან ერთად, მოსახლეობას შეხვდა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
ირაკლი ხელაძემ და კახა კალაძემ ნაძალადევის რაიონის სხვადასხვა უბანში მცხოვრებ ამომრჩევლებს რაიონის განვითარების პირობა მისცეს.
"განსაკუთრებული მიმართულება არის ის, რომ ეს თანადგომა და მხარდაჭერა, რომელიც იგრძნობა ყოველდღიურ რეჟიმში, ჩვენ ვპირდებით მოსახლეობას, რომ დავაბრუნებთ გაკეთებული საქმეებით," - განაცხადა კახა კალაძემ.