16 ნოემბერი 2024,   20:19
ვრცლად
"ლელოს" მერობის კანდიდატი დედაქალაქში არსებულ ქაოტურ მშენებლობებს აპროტესტებს

"ლელო საქართველოსთვის" მერობის კანდიდატი დედაქალაქში არსებულ ქაოტურ მშენებლობებს აპროტესტებს.

ანა ბიბილაშვილის თქმით, დარღვევებით გაცემული ნებართვები უკვე სისტემურ პრობლემად იქცა. თვალსაჩინოებისთვის "ლელო საქართველოსთვის" ლიდერები ლორთქიფანიძის ქუჩაზე იმყოფებოდნენ, სადაც რამდენიმე კვირის წინ მშენებარე კორპუსის უკან ფერდი ჩამოინგრა. პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ მსგავსი მშენებლობების გამო მოქალაქეების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დგება.

"ადამიანები საკუთარ სახლში ვერ გრძნობენ თავს უსაფრთხოდ და ასეთი მაგალითები გვაქვს მთელ თბილისში. ის მეწყრული პროცესები, ჩამოშლილი გზები, რასაც ვხედავთ და ლორთქიფანიძის ქუჩის შემთხვევა. ყველა სამშენებლო ნებართვა უნდა გაიცემოდეს ევროკავშირის სტანდარტების ნორმების დაცვით და უნდა მივცეთ ჩვენ მოქალაქეებს გარანტია, რომ ისინი ამ ქალაქში იცხოვრებენ უსაფრთხოდ,"- აცხადებს თბილისის მერობის კანდიდატი პარტიიდან "ლელო საქართველოსთვის" ანა ბიბილაშვილი.

დღის ამბები