ფლორიდის, სამხრეთ კაროლინის, ტექსასისა და ლუიზიანის საავადმყოფოები ჟანგბადის მარაგის დეფიციტს განიცდის. სამედიცინო პერსონალს დელტა შტამთან გამკლავება ყველაზე მეტად უჭირს, რადგან ვირუსის ე.წ. საშიშმა ვარიანტმა Covid-19-ის შემთხვევები და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი გააორმაგა. შესაბამისად, გაზრდილია მოთხოვნა სამედიცინო რესურსზე, რაც ავტომატურად კლინიკების გადატვირთვას იწვევს. ინფიცირების რეკორდული ზრდის გამო შესაძლოა, ევროკავშირმა ამერიკა უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღოს.
ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი რომ არ მოხდეს ავსტრალიაში, მთავრობა მორიგი რეგულაციების დაწესებაზე მსჯელობს. "დელტა" შტამი განსაკუთრებით ახალ სამხრეთ უელსში მძვინვარებს.
ავსტრალიის მსგავსად, დაავადებულთა რეკორდულ მაჩვენებელთან უწევს გამკლავება ახალ ზელანდიას, სადაც მთავრობას ლოქდაუნი უკვე დაწესებული აქვს. ახალი ზელანდია "დელტა" შტამის დამარცხებას ვაქცინაციის ტემპების გაორმაგებაში ხედავს.