ბიუროს სხდომაზე დღეს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავენ. ინიციატივის თანახმად, კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში შეტანილი მონაცემების გადასწორება, რომელიც არ არის დადასტურებული შესაბამისი ოქმით, გამოიწვევს დაჯარიმებას - 500-ის ნაცვლად, 1000 ლარის ოდენობით.
კანონპროექტის მიზანია, 2020 წლის საარჩევნო კომისიის მიერ აღმოჩენილი ხარვეზების აღმოფხვრა.
"განვიხილავთ პარლამენტის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს საარჩევნო კოდექსში. ეს ეხება შემაჯამებელ ოქმებში მონაცემების გადასწორებისთვის, დღეს არსებობს 500 ლარიანი ჯარიმა და ეს გახდება 1 000 ლარიანი ჯარიმა იმისათვის, რომ კომისიის წევრები უფრო მეტი ყურადღებით მოეკიდონ შემაჯამებელი ოქმების დროს მონაცემების შეყვანას. ასევე არის ტექნიკური ხასიათის ცვლილებები. 2020-ის არჩევნების დროს გარკვეული ტიპის ხარვეზები იქნა გამოვლენილი და სწორედ ამ პრაქტიკიდან გამომდინარე პარლამენტის წევრებმა დააინიცირეს ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომ მაგალითად ის ტექნიკური ტიპის ხარვეზებიც აღარ არსებობდეს," - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.