საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა.
მუნციპალური ტრანსპორტი 13 სექტემბრამდე არ ამუშავდება - ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მიიღო.
"როგორც მოგეხსენებათ, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე, საკოორდინაციო საბჭომ დღეს დამატებითი გადაწყვეტილებები მიიღო - საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე მოქმედი შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდება," - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.