16 ნოემბერი 2024,   20:32
ვრცლად
პარტია "ლელო" საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენას მოითხოვს

პარტია "ლელო" საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენას მოითხოვს.

პარტიის მერობის კანდიდატმა, ანა ბიბილაშვილმა და საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა, ვატო სურგულაძემ ხელისუფლებას მიმართეს.

"ლელოს" წევრების თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი COVID-19 -ის გავრცელების ყველაზე ნაკლებად საშიში სივრცეა. მეტიც, პარტიის წევრები თვლიან, რომ ტრანსპორტის შეზღუდვით, ხელისუფლებამ ვაქცინაციის იდეაც ჩააგდო, რადგან ვაქცინაციის ავტობუსებამდე მისასვლელად მოსახლეობას ტრანსპორტი სჭირდება.

"გადაწყვიტა, თბილისის მერიამ ეგრედწოდებული ვაქცინაციის ავტობუსები გაეშვათ, იდეა კარგი იყო. მაგრამ ვერავინ ვერ გაითვალისწინა, რომ ეს ავტობუსები გაჩერდნენ მეტროსთან და მეტროსთან არავინ აღარ დადის. ადამიანი რომ ჩავიდეს მეტროსთან იქაც გჭირდება შესაბამისი ტრანსპორტი. ისევ და ისევ, კარგი იდეა, ვაქცინაციის ავტობუსები, ისევ ჩავარდა,"- განაცხადა საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პარტიიდან "ლელო საქართველოსთვის" ვახტანგ სურგულაძემ.

თბილისის მერობის კანდიდატი, პარტიიდან "ლელო საქართველოსთვის" ანა ბიბილაშვილის თქმით, ადამიანებისთვის გადაადგილების შეზღუდვა არის უკიდურესად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება.

"14 აგვისტოდან, საზოგადოებრივ ტრანსპორტს უნდა ემოძრავა ვაქცინაციის დიდ ცენტრებში. გამომდინარე იქედან, რომ ეს არ ეხება ვაქცინაციის მცირე ცენტრებს, მოქალაქეებს შეექმნათ სერიოზული პრობლემა გადაადგილების. ასეთი გადაწყვეტილება, ადამიანებისთვის გადაადგილების შეზღუდვა და მით უმეტეს ვაქცინაციის შესაძლებლობების, ფაქტობრივად მოხსნა მათთვის, არის უკიდურესად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება," - ამბობს ანა ბიბილაშვილი.

დღის ამბები