"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივნის, თბილისის მერის კახა კალაძის შეფასებით, ოპოზიცი წინასაარჩევნო პროცესში არ აქტიურობა, რადგან "ფულის წაგებულ არჩევნებში გადაყრა" არ სურს.
"კვლევებს ისინიც ხომ ატარებენ? ხომ იციან რა მდგომარეობაა, ვის რა მხარდაჭერა აქვს, როგორი თანადგომა აქვს კახა კალაძეს დედაქალაქში. ყველაფერი ძალიან კარგად იციან, არ უნდათ ფულის გადაყრა წაგებულ არჩევნებში. წინასწარ იციან რეზულტატი, თუ რა იქნება," - განაცხადა კალაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილის განცხადებითაც, ოპოზიცია არ ემზადება და არც სურვილი აქვს არჩევნების ჩატარების, რადგან იციან რომ ვერ გაიმარჯვებენ.
არჩევნებამდე თითქმის ერთი თვე რჩება. პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნო კამპანიას მართავენ. "ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ ოპოზიცია არჩევნებისთვის სათანადოდ არ ემზადება. მმართველ პარტიაში დღეს გამართულ ბრიფინგზე შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა არ დააყენეს კანდიდატები, რომლებსაც გამარჯვების მინიმალური შანსი მაინც ექნებოდა. მისი თქმით ეს მიანიშნებს, რომ ოპოზიცია მარცხის შემთხვევაში არეულობისთვის ემზადება.