"სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა ევროკავშირის მიკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიღების პირობები" - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი "ტვიტერზე" წერს.
ევროპარლამენტარი დახმარების მიღების ერთ-ერთ პირობად სასამართლოს რეფორმას ასახელებს და აცხადებს, რომ საქართველო ვერ იტყვის უარს იმაზე, რისი მიღების უფლებაც არ ჰქონდა.
"სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა ევროკავშირის მიკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიღების პირობები: სასამართლო რეფორმა და ა.შ. ვერ იტყვით უარს იმაზე, რისი მიღების უფლებაც არ გქონდათ. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ," - წერს ვიოლა ფონ კრამონი.