16 ნოემბერი 2024,   18:50
ვრცლად
საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ხარისხი შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტს - პრემიერი

ევროკავშირის მაკროფინანსური ტრანშის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დღეს კიდევ ერთი განმარტება გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქვეყანამ დამატებითი საგარეო ვალის აღებაზე უარი თავად თქვა.

იმერეთში კანდიდატების წარდგენისას მთავრობის მეთაურმა სასამართლო რეფორმის შესახებაც ისაუბრა.

"როგორ შეიძლება, რომ დღევანდელი სასამართლო შეადარო 2012 წლის სასამართლოს. ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო ქვეყანაში, მათ შორის, სასამართლო ხელისუფლებაში. თვითონ მოსამართლეების მთელი კორპუსის განცხადებით, 320-მა მოსამართლემ წერილობით დაადასტურა, რომ დღეს სასამართლო სისტემა არის ყველაზე მეტად დამოუკიდებელი, ისეთი დამოუკიდებელი, როგორიც არ ყოფილა არასოდეს თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. ეს არის ფაქტი, მეგობრებო. კიდევ მეორე ფაქტი, რაც მინდა, რომ შევახსენო ჩვენს მავნებელ და მატყუარა ოპოზიციას, ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციის და ჯგუფის - "იფსოსის" მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ხარისხი შეესაბამება ევროკავშირის საერთო, საშუალო დამოუკიდებლობის ხარისხსა და სტანდარტს,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ირაკლი ღარიბაშვილმა ხარაგაულის შემდეგ სამტრედიასა და ვანში წარადგინა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე მერობის კანდიდატები.

დღის ამბები