პარლამენტარი სალომე სამადაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის გადაწყვეტილებას ეხმაურება.
"სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს", ესაა ჩემი კომენტარი ენმ-ის გადაწყვეტილებაზე, ხელი მოაწეროს 19 აპრილის შეთანხმებას. 19 აპრილს, ჩემი მოთხოვნით მოწვეულ პარტიის პოლიტიკურ საბჭოს, ეს გადაწყვეტილება იმ დღესვე რომ მიეღო, ოპოზიცია ბევრად უკეთეს ფორმაში იქნებოდა დღეს,"- წერს სოციალურ ქსელში სალომე სამადაშვილი.
ცნობისთვის, შარლ მიშელის შეთანხმების ხელმოწერა გახდა სამადაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შორის დაპირისპირების საგანი, რის გამოც სამადაშვილმა პარტია დატოვა, დღეს კი როგორც ენმ-ს თავმჯდომარემ განაცხადა, პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება შეუერთდეს 19 აპრილის შეთანხმებას.