საჩხერეში მერობის კანდიდატის წარდგენისას, თავის სიტყვით გამოსვლაში პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ბიძინა ივანიშვილზე ისაუბრა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის გაკეთებულ საქმეებზე საუბრობენ არამარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში.
"ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი, საჩხერის განვითარებაზე ბევრი მქონდა გაგონილი, რომ ამდენი მაგარი რაღაც კეთდებოდა, რომ იყო ადამიანი, რომელიც ცდილობდა მაქსიმალურად შეეტანა თავისი წვლილი პირადად ამ რეგიონის, ამ კუთხის განვითარებაში, სოფლების განვითარებაში. შემდეგ, ამ ადამიანმა მიიღო, ვიტყოდი, საქართველოს ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, თქვა და მან ეს პირობა შეასრულა - 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება, რომლითაც დღესაც ვამაყობთ ჩვენ, მთელი გუნდის თითოეული წევრი. საქმითაც, რომელზეც საუბრობს არამხოლოდ საქართველო, ნამდვილად ბევრი მსოფლიოს გარშემო,"-აღნიშნა კახა კუჭავამ.