"ლელო საქართველოსათვის" ლიდერმა მესტიის მერობის კანდიდატად გეგი გულედანი წარადგინა. მამუკა ხაზარაძე დარწმუნებულია, რომ "ლელოს" მიერ დასახელებული კანდიდატი მესტიაში გამარჯვებას მოიპოვებს.
ამის პარალელურად, გულედანი მესტიაში ტურიზმის განვითარებასა და ახალგაზრდებისათვის სწავლის დაფინანსებას გეგმავს.