პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატს ნიკა მელიას კრიმინალს უწოდებს.
"მინდა რამდენიმე სიტყვით ჩვენს მოსახლეობას ვუთხრა, თუ რაოდენ დიდი პარადოქსია დღეს ჩვენ ქვეყანაში. მელია, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში კენჭს იყრის და სურს თბილისის მერობა, არის ჩვეულებრივი კრიმინალი. ეს ადამიანი არის გასამართლებული ბანკი "ქართუს" გაკოტრების საქმეში, მას მისჯილი აქვს და კრიმინალია ჩვეულებრივი. მეორე, ის სააკაშვილთან ერთად იყო მთელი ამ მაფიოზური დაჯგუფების წევრი და კრიმინალური საქმეების შემსრულებელი.
თქვენ კარგად გახსოვთ ამერიკაში რაც მოხდა, კონგრესის შენობაზე თავდასხმა, სადაც ადგილზე 4 ადამიანი იქნა მოკლული პოლიციის მიერ და მომდევნო დღეებში 300-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს და გაასამართლეს, ზოგს მათ შორის, ახლახანს წავიკითხე, რომ 15-20 წელი მიესაჯა. ჩვენთან იმავე ბრალდებით იქნა ეს ადამიანი, მელია დასჯილი, დაპატიმრებული და შემდეგ ნახეთ თქვენ როგორი შოუ და აბსურდული, ჩვენი სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელი გაგრძელება ჰქონდა მთელ ამ საქმეს და დღეს ეს კაცი, კრიმინალი, კაცი, რომელიც მხილებულია და ყველამ ნახა პარლამენტის შტურმის ორგანიზებაში, გამოდის და პრეტენზია აქვს ქალაქის მერობაზე, ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი და აბსურდი," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.