16 ნოემბერი 2024,   18:43
ვრცლად
საქართველოში აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაცია იმყოფება

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენთა დელეგაცია საქართველოს გვიან ღამით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის სხვა წევრებთან.

დელეგაცია ეწვევა საქართველოს პარლამენტსაც. კონგრესმენები ასევე გეგმავენ საოკუპაციო ხაზის მონახულებას. მათი ვიზიტი 6-დან და 9 სექტემბრის ჩათვლით არის გაწერილი.

"ძალიან მიხარია, რომ ამ ულამაზეს ქვეყანაში ვიმყოფები. აშშ-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოხატოს მხარდაჭერა მსოფლიოს ამ ნაწილში არსებული დემოკრატიული სახელმწიფოს მიმართ. საქართველო დიდი ხანია აშშ-ის პარტნიორი ქვეყანაა. მნიშვნელოვანია, რომ დაგიდასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ, მოუთმენლად ველი, რომ საქართველოში შეხვედრებისას ვისაუბრო ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ვაჭრობის სფეროში," - განაცხადა აშშ-ს კონგრესმენმა კეროლ მილერიმ.

დღის ამბები