მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებამდე 26 დღე დარჩა და საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების მაღალ დონეზე და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩასატარებლად სრული დატვირთვით მუშაობს - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საოლქო და საარჩევნო კომისიის წევრების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსის დაცვას, რომელსაც ყველა დონის საარჩევნო კომისიის წევრებმა მოაწერეს ხელი.
"მინდა რეკომენდაციით მივმართო საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებისგან, რომელიც შეიძლება განხილულ იქნეს, რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერ, ანდა საწინააღმდეგო ქმედებად, მათ შორის, სოციალურ ქსელებში პირადი გვერდის პოლიტიკური მოწოდებებისა და აგიტაციის მიზნებისთვის გამოყენებისგან, ზემო აღნიშნული ფაქტების პრევენციის მიზნით, მოახდინონ ხსენებული რეკომენდაციების თაობაზე საუბნო-სააერჩევნო კომისიის წევრების დროული ინფორმირება," - განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.