16 ნოემბერი 2024,   18:32
ვრცლად
"ოცნება" შეეცდება სრულიად ოპოზიციის დემონიზებას სააკაშვილის კარტის გამოყენებით" - რა შეფასებები მოჰყვა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს და მორიგ დაპირებებს სამშობლოში დაბრუნების შესახებ უკვე მოჰყვა შეფასებები საქართველოში.

"ნაციონალურ მოძრაობაში" მიიჩნევენ, რომ სააკაშვილის გადაწყვეტილება მართებულია.

"მიხეილ სააკაშვილი, ბუნებრივია, არის ამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი, სერიოზული, ევროპული მასშტაბის პოლიტიკოსი, რომელსაც უდიდესი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია და ამას აკეთებს ქვეყნის გარედან, მით უმეტეს, როდესაც ის საქართველოში იქნება, ბუნებრივია, ამას უდიდესი როლი ექნება საზოგადოების ჩართულობაზე იმ უმნიშვნელოვანეს პროცესში, რასაც 2 ოქტომბრის რეფერენდუმი ჰქვია,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბარამიძე. 

ოპოზიციის ნაწილის აზრით კი მიხეილ სააკაშვილის ეს განცხადება "ქართული ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს. 

"ეს არის მისი გადასაწყვეტი, მაგრამ, რა თქმა უნდა, "ქართული ოცნება" გამოიყენებს მისი შესაძლო ჩამოსვლის გარემოებას სათავისოდ, თავისი ამომრჩევლის მობილიზების მიზნით და "ქართული ოცნება" შეეცდება სრულიად ოპოზიციური სპექტრის დემონიზებას სააკაშვილის კარტის გამოყენებით,"- აცხადებს "ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები