16 ნოემბერი 2024,   17:44
ვრცლად
გახარიას ნარკოტესტი 10-ჯერ აქვს გაკეთებული, ეს ბოლოს საპარლამენტო არჩევნების წინ გააკეთა - კახაბერ ქემოკლიძე

უნდა ჩააბარონ თუ არა ნარკოტესტი თბილისის მერობის კანდიდატებმა? ოპოზიციაში აცხადებენ, რომ კახა კალაძის დღის წესრიგს არ მიჰყვებიან, ნარკოტიკებთან კი პრობლემა ნამდვილად არ აქვთ.

"თუ ვინმეს აქვს რაიმე ასაღელვებელი, როგორც ჩანს, პირველები სწორედ ისინი გაიქცნენ. როდესაც ამის დრო და საშუალება იქნება, ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ. ბატონ გახარიას ეს 10-ჯერ და კიდევ მეტჯერ გაუკეთებია და ბოლოს, როდესაც საპარლამენტო არჩევნები იყო, სწორედ მაშინ ჩააბარა ნარკოტესტი. ამიტომ, აქ რაღაც განსაკუთრებული სპეკულაციის საფუძველი არ არსებობს,"- აცხადებს თბილისის საკრებულოს სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარტიიდან ”საქართველოსთვის" კახაბერ ქემოკლიძე.

მსგავსი პოზიცია აქვთ "ნაციონალურ მოძრაობაშიც":

"არანაირი პრობლემა არ აქვს ნიკა მელიას ნარკოტესტის ჩაბარების. კაცი სპორტსმენია. შემიძლია კალაძეს მოვუწოდო, რომ ალკოტესტი გაიაროს და ვუთხრა, რომ მაქვს ეჭვი, რომ ყოველდღე ნასვამი ზიხარ საჭესთანო,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი რომან გოცირიძე. 

თბილისის მერობის კანდიდატი საქართველოს ლეიბორისტული პარტიიდან მიხეილ ქუმსიშვილი კი აცხადებს, რომ თუ კალაძეს სურს, მან ნარკოტესტი ჩააბაროს, ჯერ კორუფციული თემები უნდა იყოს დადგენილი. 

ეს მიდგომა გაუგებარია "ქართული ოცნებისთვის" - ისინი მოუწოდებენ კანდიდატებს, კითხვის ნიშნები მოხსნან და ჩაერთონ კახა კალაძის კამპანიაში, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდაა. 



დღის ამბები