წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი ამჯერად ჩუღურეთის მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივებთან შეხვედრაზე კახა კალაძემ და ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად წინასაარჩევნო პროგრამასა და ჩუღურეთის რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს.
კანდიდატები მოსახლეობას გზების რეაბილიტაციასა და წყალმომარაგების პრობლემების მოგვარებას დაჰპირდნენ. მოსახლეობამ მათ დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყოფაც სთხოვა.
გარდა ამისა, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ კანაპაძის ქუჩის 4 ნომერში საცხოვრებელი კორპუსები აშენდება იმ 150 ოჯახისთვის, რომლებიც აქამდე წლების განმავლობაში ავარიულ შენობებში ცხოვრობდნენ.