საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, 11 სექტემბრის ტერაქტს, საიდანაც 20 წელი გავიდა, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"20 წლის წინ, მსოფლიო შეძრა 11 სექტემბრის ტრაგედიამ. 20 წლის წინ, საერთაშორისო საზოგადოება ერთად დადგა მსოფლიო უსაფრთხოების დასაცავად, რაშიც საქართველო განაგრძობს თავისი წვლილის შეტანას. ამ თანამედროვეობის ბოროტებაზე გლობალური პასუხი სოლიდარობა იყო.
ეს არის გაკვეთილი, რომელიც ჩვენ არასდროს უნდა დავივიწყოთ!" - წერს სალომე ზურაბიშვილი.
შშ-ის ტერიტორიაზე 2001 წლის 11 სექტემბერს, ალ-კაიდას თვითმკვლელ ტერორისტთა კოორდინირებულ თავდასხმა მოხდა. 19-მა ისლამისტმა ტერორისტმა გაიტაცა ოთხი კომერციული სამგზავრო თვითმფრინავი.
გამტაცებლებმა, ორი თვითმფრინავი ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორ ცათამბჯენს (ე.წ. ტყუპებს), გამიზნულად დააჯახეს, რის შედეგადაც დაიღუპა ყველა მგზავრი და ამ შენობებში იმ მომენტში მყოფი ხალხის დიდი ნაწილი
ორივე შენობა ორი საათის განმავლობაში ჩამოიქცა და თან მოიყოლა მიმდებარე ორი შენობა, სხვა ბევრი კი ძლიერ დააზიანა.