16 ნოემბერი 2024,   19:57
ვრცლად
20 წელი მასშტაბური ტრაგედიიდან - კულტურის სამინისტრო 11 სექტემბრის ტერაქტის მსხვერპლს პატივს მიაგებს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო 11 სექტემბრის ტერაქტის მსხვერპლს პატივს მიაგებს.

2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ-იორკში მომხდარი ტერორისტული აქტის 20 წლის თავზე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებითა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, უნივერსიტეტის პირველ კორპუსში მემორიალური სკულპტურა გამოიფინა.

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის ამსახველი მასალა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს კულტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა პატივი მიაგო ტერაქტის შედეგად დაღუპულ პირთა ხსოვნას და განაცხადა, რომ ქართველი და ამერიკელი ხალხი ტერორიზმთან ბრძოლაში ყოველთვის იდგნენ ერთად და ამ სფეროში ორ სახელმწიფოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

"ჩვენ კულტურისა და სპორტის სამინისტრო ამ დღეს აღვნიშნავთ ახალგაზრდებისთვის და მომავალი თაობებისთვის, რომლებსაც ვეუბნებით აქ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მემორიალური სკულპტურის გამოფენაზე, რომელიც ჩვენ დავაორგანიზეთ, რომ ტერორიზმთან ბრძოლა უნდა გაგრძელდეს და მსგავსი ქმედებები აღარ უნდა დაუშვას მსოფლიომ," - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

გახსნის ღონისძიებას ესწრებოდა ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელიც.

აღსანიშნავია, რომ კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, ორი თვის გასვლის შემდეგ, მემორიალი საქართველოს რეგიონების უნივერსიტეტებშიც იქნება გამოფენილი მემორიალის მესაკუთრეებთან შეთანხმების შესაბამისად.

დღის ამბები