16 ნოემბერი 2024,   19:38
ვრცლად
ტერორიზმს არასოდეს არ უნდა გავამარჯვებინოთ - ირაკლი ღარიბაშვილი 11 სექტემბრის ტერაქტებზე 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს, რომ 11 სექტემბრის ტერაქტების 20 წლისთავი გვახსენებს, რომ ტერორიზმს არასოდეს არ უნდა გავამარჯვებინოთ.

“დღეს 11 სექტემბრის ტერორისტული აქტების 20 წლისთავი აღინიშნება. ეს თარიღი ცხადად გვახსენებს, რომ ტერორიზმს არასოდეს არ უნდა გავამარჯვებინოთ. საქართველო შეერთებული შტატების და სხვა მოკავშირეების გვერდით დგას მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად, რათა მსოფლიო უკეთეს და მეტად უსაფრთხო ადგილად იქცეს ამ სამყაროში," - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

შშ-ის ტერიტორიაზე 2001 წლის 11 სექტემბერს, ალ-კაიდას თვითმკვლელ ტერორისტთა კოორდინირებულ თავდასხმა მოხდა. 19-მა ისლამისტმა ტერორისტმა გაიტაცა ოთხი კომერციული სამგზავრო თვითმფრინავი.

გამტაცებლებმა, ორი თვითმფრინავი ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორ ცათამბჯენს (ე.წ. ტყუპებს), გამიზნულად დააჯახეს, რის შედეგადაც დაიღუპა ყველა მგზავრი და ამ შენობებში იმ მომენტში მყოფი ხალხის დიდი ნაწილი

დღის ამბები