ანა დოლიძის პარტია "ხალხისთვის" თბილისში მაჟორიტარების წარდგენას აგრძელებს. დღეს მან სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ანა მიქაძე-ჩიკვაიძე წარადგინა, რომელმაც მოსახლეობას, სამგორის განვითარების 10 ნაბიჯი გააცნო.
როგორც ანა დოლიძე ამბობს, მათ აქვთ 6 პუნქტიანი ხედვა, რომლის მთავარი პუნქტი დიდი პროექტების, მათ შორის თბილისის ზღვის განვითარებას ეხება.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი კობა კობახიძე.