"ქართული ოცნების" ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ტყემალაძე, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ამჯერად ნუცუბიძის მე-2 მიკრო-რაიონსა და ჯიქიას ქუჩაზე იმყოფებოდა.
გიორგი ტყემალაძემ ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნები მოისმინა და მათ სამომავლო გეგმები გააცნო.