16 ნოემბერი 2024,   19:58
ვრცლად
ნარკოტესტთან დაკავშირებით ქილიკი, თავდაცვის ფორმაა - გიორგი ვოლსკი

უნდა ჩააბარონ, თუ არა მერობის კანდიდატებმა ნარკოტესტი - ეს საკითხი წინასაარჩევნოდ კვლავ პოლემიკის საგანია. ოპოზიციური პარტიების ლიდერების ნაწილი ამ ინიციატივის შინაარსში პრობლემას ვერ ხედავს, თუმცა მიიჩნევს, რომ კალაძის წინასაარჩევნო კამპანიის პიარ სვლას არ უნდა აჰყვეს.

ნაწილს მიაჩნია, რომ პრობლემა ტესტის ჩაბარებაზე თავშეკავებაა და ამისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

"ამ საკითხთან დაკავშირებით ქილიკი არის თავდაცვის ფორმა, ზოგი ასე აღიქვამს, ზოგი კი, ფიქრობს, რომ უბრალოდ ადამიანებს არ უნდათ თავისი პოლიტიკური ოპონენტის მოწოდების და მაგალითის აყოლა. მაგრამ ფაქტია, რომ ამ ქილიკის უკან რაღაც ისეთი იმალება, რომლის გამჟღავნებაც არ არის ხელსაყრელი ზოგიერთი პირისთვის,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი. 

მმართველ გუნდში ასევე, ამ კონტექსტში გიორგი გახარიაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ის, რასაც გიორგი გახარია აკეთებს, როცა ნარკოტესს არ აბარებს, ამით ძალიან აგებს ამომრჩევლის წინაშე.

დღის ამბები