16 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
კახა კალაძე: არ ვაპირებ იმ ტელევიზიებში მისვლას, რომლებიც ტალახის სროლით და ცილისწამებით არიან დაკავებულები

არ ვაპირებ იმ ტელევიზიებში მისვლას, რომლებიც ტალახის სროლით და ცილისწამებით არიან დაკავებულები - ამის შესახებ კახა კალაძემ მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი განმარტებით, უარს ამბობს მიიღოს საერთო დებატებთან დაკავშირებით იმ ტელევიზიების შეთავაზება, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში დეზინფორმაციას ავრცელებენ. 

"არ ვაპირებ ამ ტელევიზიებში მისვლას და ამას აქვს თავისი ახსნა. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რაც ჩემთვის პირადად გულდასაწყვეტია, იმიტომ რომ მე თქვენთვის არასდროს მიკადრებია ისეთი რაღაცები, რასაც თქვენ აკეთებთ ჩემ წინააღმდეგ და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ. შესაბამისად, არ ვთვლი, რომ უნდა მივიდე ასეთ ტელევიზიაში, რომელიც დაკავებულია ცილისწამებით, ტალახის სროლით, შეურაცხყოფით. უკვე ჩემზეც აღარ გაჩერდნენ და ჩემი ოჯახის წევრებზე გადავიდნენ", - აცხადებს კალაძე.

მანვე კიდევ ერთხელ გამოთქვა მზაობა, ყველა კანდიდატთან ერთობლივ დებატებში მიიღოს მონაწილეობა საზოგადოებრივ მაუწყებელზე.

დღის ამბები